ჩვენი სურვილია, საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს, თუმცა ეს უნდა მოხდეს ძალიან მკაფიო კრიტერიუმების საფუძველზე - პაველ ჰერჩინსკი

21 ივნისი 2025, 13:50 127 ნახვა

ჩვენი, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს სურვილია, საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს, ყველა ველოდებით საქართველოს, თუმცა ეს უნდა მოხდეს ძალიან მკაფიო კრიტერიუმების საფუძველზე, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

როგორც ჰერჩინკი აცხადებს, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ საქართველო შორდება ევროკავშირის წევრობას.

„ჩვენი, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს სურვილია, რომ საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს. საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა 2023 წლის დეკემბერში. ჩვენ, ყველა ველოდებით საქართველოს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს უნდა მოხდეს ძალიან მკაფიო კრიტერიუმების საფუძველზე. ეს კრიტერიუმები ვრცელდება ყველა ქვეყანაზე, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ეს მოითხოვს ძალიან სერიოზულ რეფორმებს და სამწუხაროდ, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ საქართველო არ უახლოვდება ევროკავშირის წევრობას, ის შორდება მას და ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, თუ რა მომავალი სურთ“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში