საქართველოს პრეზიდენტმა 37 პირი შეიწყალა

21 ივნისი 2025, 19:16 164 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა 37 პორი შეიწყალა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეწყალება შეეხო 29 არასაპატიმრო და ხუთ საპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო სამ პირს მოეხსნა ნასამართლობა.

„საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს“, – აღნიშნულია პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში