24 ივნისს თბილისი-თელ-ავივი-თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები გაუქმებულია - „ჯორჯიან ეარვეისი“

22 ივნისი 2025, 13:05 191 ნახვა

24 ივნისს თბილისი-თელ-ავივი-თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე გაუქმებულია, – ამის შესახებ, ინფორმაციას „ჯორჯიან ეარვეისი“ ავრცელებს.

„მგზავრებს, ვინც უკვე შეიძინა ბილეთები აღნიშნულ რეისზე, ვთავაზობთ ბილეთის გადაცვლის ან თანხის დაბრუნების შესაძლებლობას. ბილეთის გადაცვლა ან თანხის დაბრუნება შესაძლებელია ბილეთის შეძენის ადგილას.

 

„ჯორჯიან ეარვეისი“, თელ-ავივის გარდა, სხვა მიმართულებებით დაგეგმილ რეისებს, შეუფერხებლად, განრიგის მიხედვით ასრულებს“,- ნათქვამია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში