ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონები სამშობლოში დაბრუნდნენ. უნგრეთში გამართულ ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატში ისტორიაში პირველად საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეულმა ნაკრებმა მსოფლიოს პირველობაზე ჩემპიონობა იზეიმა, ეთერ ლიპარტელიანი გახდა პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მოპოვება შეძლო.
ისტორიული წარმატების მისალოცად სპორტსმენებს აეროპორტში გულშემატკივრები, სპორტის მინისტრი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ. გუნდური ასპარეზობის ფინალში ქართველმა სპორტსმენებმა სამხრეთ კორეის ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხეს.
ფინალამდე საქართველოს ნაკრებმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გუნდს 4:1 სძლია, იტალიას მშრალი ანგარიშით 4:0 მოუგო, ნახევარფინალში კი მსოფლიოს ზედიზედ შვიდგზის ჩემპიონი 4:2 დაამარცხა. საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც შერეული გუნდური ტურნირის მოგება იაპონიის შემდეგ მოახერხა, ასევე საქართველო ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, რომელმაც ეს ტიტული დაისაკუთრა.
ქართველმა ძიუდოისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში სულ ოთხი მედალი მოიპოვეს.