ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება გრძელდება. დღეს გამოძიების ფარგლებში სოფელ წაღვლის მცხოვრებლები მურმან კაპანაძე და ზვიად ლომიძე არიან დაბარებულები.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს.