ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

23 ივნისი 2025, 10:55 83 ნახვა

დღესვე იმსჯელებენ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული ეკონომიკის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე. ადვოკატის ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ბრალს არ აღიარებს.

ცნობისთვის, პროკურატურის ბრალის მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

კერძოდ კი, ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2 მილიონ ნახევარზე მეტი ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა. სამართალდამცველებმა მიქაუტაძე  20 ივნისს დააკავეს.

ბრალდება 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი