მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი

23 ივნისი 2025, 14:53 77 ნახვა

ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა გრძელდება. ამჟამად დაცვის მხარის მოწმე, ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერი, საკრებულოს წევრი აკაკი გვიანიძე იკითხება. ის დეტალურად აღწერს იმ გარემოებებს, რაც ბრალდების მხარის ვერსიას საეჭვოს ხდის.

დაცვის მხარის მოწმის მტკიცებით, ის ამაღლობელის დაკავების საღამოს, 12 იანვარს, პოლიციის სამმართველოსთან იმყოფებოდა, აცხადებს, რომ  მზია ამაღლობელის დაკავება უკანონოდ მოხდა. აკაკი გვიანიძემ პოლიციელების მხრიდან დაკავებულების მიმართ ძალადობაზეც ისაუბრა.

სასამართლო სხდომის პარალელურად, აქცია გაიმართა. შეკრებილებმა მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს, აცხადებენ, რომ,  მზია ამაღლობელი პოლიტიკური პატიმარია და სასამართლო ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე სილის გაწვნის გამო პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი