ხვიჩა კვარაცხელიას გოლი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე 

24 ივნისი 2025, 09:58 113 ნახვა

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე „პარი სენ ჟერმენმა“ „სიეტლ სონდერსი“ 2:0 დაამარცხა და პლეი ოფში გავიდა. ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, ვინც საკლუბო მუნდიალზე გოლის გატანა მოახერხა, თუმცა ეს კურიოზულ ვითარებაში მოხდა. კუთხურის შემდეგ ვიტინიამ კარისკენ დაარტყა, ბურთი ხვიჩას ზურგზე მოხვდა და მეტოქის კარში შევარდა და გოლიც ქართველი შემტევის ანგარიშზე ჩაიწერა.

64-ე წუთზე ლუის ენრიკემ კვარაცხელია ბრედლი ბარკოლათი შეცვალა, სამ წუთში კი აშრაფ ჰაკიმიმ მეორე გოლი გაიტანა და საბოლოოდ პარიზელებმა 2:0 მოიგეს.

ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში მადრიდის „ატლეტიკომ“ „ბოტაფოგო“ 1:0 დაამარცხა, თუმცა გოლების მაჩვენებლით შემდეგ ეტაპზე ბრაზილიური კლუბი გავიდა. 

„პარი სენ-ჟერმენმა“ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მერვედფინალში ლიონელ მესის „ინტერ მაიამის“ დაუპირისპირდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი