საერთაშორისო ოლიმპიური დღე

24 ივნისი 2025, 10:08 111 ნახვა

საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით ბათუმში  მასობრივი ოლიმპიური გარბენი გაიმართა, ასევე ჩატარდა შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში: ქვიშის ფეხბურთში, ქვიშის რაგბიში, ქვიშის ფრენბურთში, ქვიშის ჭიდაობაში, ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში, კარატესა და კანოეში.

მოეწყო ასევე ველომარათონი და მძლეოსნური გარბენი. საერთო ჯამში ოლიმპიურ ღონისძიებაში მონაწილეობა სამიათასამდე პროფესიონალმა სპორტსმენმა და მოყვარულმა მიიღო.

გამარჯვებულებსა და პრიზიორებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისგან სერთიფიკატები, თასები, საგანგებო მაისურები და სხვადასხვა სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და  აჭარის ორგანიზაციის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი