„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავს

25 ივნისი 2025, 10:12 113 ნახვა

პარლამენტში დღევანდელ სესიაზე დაჩქარებული წესით განიხილავენ "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში ცვლილებებს.

ახალი რეგულაციებით, ცილისწამებაზე დავისას, მტკიცების ტვირთი მოსარჩელის ნაცვლად მოპასუხეს ეკისრება.  გარდა ამისა, ინიციატორების გადაწყვეტილებით, აღნიშნული კანონიდან მთელი რიგი მუხლების ამოღება და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხების ხელახალი რეგულირება ხდება. 

ცვლილების ავტორების თქმით, ინიციატივის მიხედვით,  ინფორმაციის გამავრცელებელს მოუწევს მტკიცება კონკრეტულად, ვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს. კანონის პროექტით დაწესდება სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ეს ეხება როგორც პირისპირ შეურაცხყოფას, ასევე შეურაცხყოფას საჯარო სივრცეში. 

ასევე ცვლილება შედის სამოქალაქო საპროცესო კოდექსში და დგინდება შემჭიდროებული ვადები მსგავსი საკითხების განხილვისას.

პროექტის ავტორი და ინიციატორები “ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში