გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ ლიგა-2-ში დააქვეითეს

25 ივნისი 2025, 09:04 81 ნახვა

გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ ფინანსური პრობლემების გამო საფრანგეთის ლიგა 2-ში დააქვეითეს. გადაწყვეტილება საფრანგეთის პროფესიული ფეხბურთის კლუბების ანგარიშებზე ზედამხედველობის ორგანომ მიიღო, კლუბს გასაჩივრების უფლება აქვს – ინფორმაციას „ეკიპი“ ავრცელებს.

მკაცრი ვერდიქტის მიზეზი ფინანსური გარანტიების არარსებობა და 175 მილიონი ევროს დავალიანება გახდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში