UFC-ის განახლებული გაერთიანებული რეიტინგის სამეულში ორი ქართველია

25 ივნისი 2025, 09:51 105 ნახვა

მძიმე წონის ჩემპიონის, ჯონ ჯონსის სპორტიდან წასვლის შემდეგ შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიანმა ორგანიზაციამ, UFC-მ ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი განაახლა, რომლის სამეულში ორი ქართველი მებრძოლია, მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურია. რეიტინგის ლიდერი მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი ისლამ მახაჩევია.

სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი მეორეა, ხოლო ქვემსუბუქი დივიზიონის ქამრის ყოფილი მფლობელი ილია თოფურია მესამე.

დვალიშვილმა 8 ივნისს ქამარი მეორედ დაიცვა, მან შონ ო’მალი მესამე რაუნდში მახრჩობელა ილეთით დაამარცხა, ხოლო თოფურია მსუბუქ დივიზიონში თავის საჩემპიონო ბრძოლას 29 ივნისს ბრაზილიელ ჩარლზ ოლივეირასთან გამართავს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში