თეა წულუკიანის მოხსენება

25 ივნისი 2025, 14:54 97 ნახვა

დროებითი საგამოძიებო კომისიის  სხდომის შემდეგ  თეა წულუკიანი პლენარულ სესიაზე  მოხსენებით წარსდგა. აღნიშნა, რომ საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნაში სავარაუდოდ აისახება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლა იყო  ხავერდოვანი რევოლუციის ფორმით შეფუთული სახელმწიფო გადატრიალება.  

გამოსვლის დროს თა წულუკიანმა აღნიშნა, რომ კომისია დღეს პატიმრობაში მყოფ ოპოზიციონერ ლიდერებს ნიკა გვარამიას, მამუკა ხაზარაძეს და გიორგი ვაშაძეს ხელმეორედ გაუგზავნის შეტყობინებას, რომ საგამოძიებო კომისიას დისტანციურ რეჟიმში ჩაერთონ. 30 ივნისს კი მათი გამოუცხადებლობის შესახებ  პროკურატურაში ახალი საქმეები გადაიგზავნება.

წულუკიანმა დღესვე იმედი გამოთქვა, რომ  2 ივლისს გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მივა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში