შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორთან

25 ივნისი 2025, 19:50 153 ნახვა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე კონტაქტურ კარატეში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ევროპიდან ყველაზე მრავალრიცხოვანი შემადგენლობით იყო წარმოდგენილი, ისტორიული მედალი მოიპოვა. ბრინჯაო ბათუმელი მინდია მგელაძის ანგარიშზეა.

ლევან ცინცაძის შეგირდი, რომელიც ევროპის მოქმედი ჩემპიონია, გახდა პირველი ქართველი, რომელმაც კარატეს სამშობლოში მედლის მოპოვება მოახერხა.

დღეს წარმატებულ სპორტსმენს და ნაკრების წევრებს აჭარის სპორტის დეპარტამენტში სპორტის სამინისტროსა და დეპარტამენტის ხელმძღვანელები შეხვდნენ, წარმატება მიულოცეს და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.

აქვე გეტყვით, რომ სექტემბერში ჩვენს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი ელოდება, რომელიც უნგრეთში გაიმართება, ოქტომბერში კი ბათუმი ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირს „OPEN BATUMI“-ს უმასპინძლებს, რომელშიც მსოფლიოსა და ევროპის არაერთი ჩემპიონი და პრიზიორი იასპარეზებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში