ზურაბ ჯაფარიძის მიმართვა და შეფასებები

26 ივნისი 2025, 10:31 105 ნახვა

„უნდა შევქმნათ ისეთი თამაში, პოლიტიკური პროცესი, რომელიც აჩვენებს, რომ ვართ უმრავლესობა და ვიბრძვით რეჟიმის წინააღმდეგ - ონლაინ პლატფორმა, სადაც დარეგისტრირდება ყველა, რომელიც ითხოვს რეჟიმის ცვლილებას და საქართველოს დაბრუნებას მის ისტორიულ გზაზე, ევროპისკენ,“ - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე წერილში წერს.

ოპოზიციონერის თქმით, ეს გააცოცხლებს პოლიტიკურ პროცესს და აიძულებს ყველას, აკეთოს ის, რაც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია - "დააძლევინოს შიში გარშემომყოფებს და დაარწმუნოს პლატფორმაზე რეგისტრაციის აუცილებლობაში".

"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი თვლის, რომ საბოლოო ჯამში გამარჯვება მოვა მხოლოდ ქუჩაში. 

ჯაფარიძე ვრცელ წერილში საუბრობს ერთიანობის მნიშვნელობაზეც, დაკავებულ ოპოზიციონერ კოლეგებზე, თვითმმართველობის არჩევნებზე, პროტესტის აუცილებლობაზე. წერილს უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში