„უნდა შევქმნათ ისეთი თამაში, პოლიტიკური პროცესი, რომელიც აჩვენებს, რომ ვართ უმრავლესობა და ვიბრძვით რეჟიმის წინააღმდეგ - ონლაინ პლატფორმა, სადაც დარეგისტრირდება ყველა, რომელიც ითხოვს რეჟიმის ცვლილებას და საქართველოს დაბრუნებას მის ისტორიულ გზაზე, ევროპისკენ,“ - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე წერილში წერს.
ოპოზიციონერის თქმით, ეს გააცოცხლებს პოლიტიკურ პროცესს და აიძულებს ყველას, აკეთოს ის, რაც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია - "დააძლევინოს შიში გარშემომყოფებს და დაარწმუნოს პლატფორმაზე რეგისტრაციის აუცილებლობაში".
ჯაფარიძის მიმართვას გამოეხმაურნენ ადრესატები.