ნინო დათიაშვილის სოლიდარობის აქცია ბათუმში

26 ივნისი 2025, 20:01 133 ნახვა

სოლიდარობა ნინო დათაშვილის, თავისუფლება მზია ამაღლობელს და პოლიტოატიმრებს - ბათუმში პედაგოგებმა აქცია გამართეს.

ისინი სიმბოლურად ილია ჭავჭავაძის ძეგლთან შეიკრიბნენ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები გააპროტესტეს. მათი თქმით, გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირითადი უფლებაა და მას ახლა დაცვა სჭირდება.

ამბობენ, რომ ისინი აქციაზე დგანან არა მხოლოდ როგორც პედაგოგები, არამედ როგორც მშობლები, რომელთა შვილებმაც ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ და მის მომავალზე იზრუნონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში