საქართველოს სუპერთასის პირველი ფინალისტი გორის „დილაა“

27 ივნისი 2025, 10:35 84 ნახვა

"იბერია 1999" დამარცხდა და შეწყვიტა 30-მატჩიანი წაუგებელი სერია ყველა ტურნირის ჩათვლით. სუპერთასის პირველი ფინალისტი კი გახდა "დილა", რომელმაც ნახევარფინალში სწორედ „იბერიას“ მოუგო. ანგარიში მე-19 წუთზე იური ტაბატაძემ გახსნა, ორ წუთში დეო ბასინგამ გაათანაბრა და პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა. 

მეორე ტაიმში გორელები ალექსანდრე ანდრონიკაშვილის პენალტით დაწინაურდნენ, ხოლო შემდეგ ოთარ ფარულავამ გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

„დილას“ მეტოქე დღეს ქუთაისის „ტორპედოსა“ და „სპაერს“ შორის გაირკვევა. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სუპერთასის მოქმედი გამარჯვებული სწორედ ქუთაისის „ტორპედოა“.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში