„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კანონით დადგენილი მორალური და ადამიანური ანომალია, რომელიც ცილისწამების მსხვერპლს თავის მართლებას აიძულებდა, დასრულებულია - შალვა პაპუაშვილი

28 ივნისი 2025, 18:37 97 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კანონით დადგენილი მორალური და ადამიანური ანომალია, რომელიც ცილისწამების მსხვერპლს თავის მართლებას აიძულებდა, დასრულებულია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

პაპუაშვლის თქმით, დღეიდან კანონი დაიცავს ცილისწამების მსხვერპლს და არა ცილისმწამებელს.

„პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები ამოქმედდა. დღეიდან კანონი დაიცავს ცილისწამების მსხვერპლს და არა ცილისმწამებელს. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კანონით შემოტანილი მორალური და ადამიანური ანომალია, რომელიც ცილისწამების მსხვერპლს თავის მართლებას აიძულებდა, დასრულებულია. კონკრეტული „ენჯეოების“ პროტესტი კი კარგად აჩვენებს, რომ ამდენი წელი, ამ ყველაზე ანტიევროპულ ნორმას, სააკაშვილის მიმდევრებთან ერთად, თურმე, სწორედ ევროპიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ იცავდნენ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში