რუსთაველის გამზირზე, სადაც „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და ყოფილი დეპუტატი გედევან ფოფხაძე შიმშილობენ, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი მივიდა. დიპლომატის ამ ნაბიჯს კი პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ყველა, ვინც მოშიმშილესთან მიდის და თვითდაზიანების შეწყვეტას არ ურჩევს, თვითმკვლელობის ხელშემწყობია.
ქვეყნის პირველი კანონმდებლის ამ განცადდებას განცხადებითვე გამოეხმაურა თავად გერმანელი დიპლომატი. მიაჩნია, რომ მოშიმშილე პოლიტიკოსებთან საუბარი ადამიანური ემპათიაა. „თუ ჩვენთან არ ხარ, ჩვენი მტერი ხარ“ გარემოს პოპულარიზება ხდება-. ეს მენტალიტეტი ეწინააღმდეგება დემოკრატიას და „2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებას“ ილუზიად აქცევს - წერს ფიშერი.