მშვილდოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა. ორდღიანი შეჯიბრება ბათუმში მიმდინარეობდა. ჩემპიონატი, რომელიც გოგონათა და ვაჟთა კატეგორიაში ჩატარდა, სხვადასხვა რეგიონიდან 30 მშვილდოსანი მონაწილეობდა. გამორჩეულ მშვილდოსნებს შანსი საქართველოს ნაკრებში ასპარეზობისთვის მიეცემათ. შეჯიბრის პარალელურად, ახლა საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც ერთი კვირის შემდეგ ესპანეთის ქალაქ მადრიდში გაიმართება.