გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამართალდარღვევები გამოავლინეს.
ჭიათურაში სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე დალუქულია უკანონოდ მოწყობილი ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი, სადაც მოქალაქემ უკანონოდ მოპოვებული წაბლის ხე-მცენარეებისგან 60 ერთეული ფიცარი დაამზადა.
ხონის, მარტვილისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში კი, გამოვლენილია 48 ერთეული სხვადასხვა სახეობის მორის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები.