მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, „მანჩესტერ სიტი“ გამოეთიშა.
ორლანდოში გამართულ მერვედფინალურ შეხვედრაში ინგლისური გუნდი საუდის არაბეთის წარმომადგენელმა, „ალ ჰილალმა“ დაამარცხა – 4:3. შედეგად, „ალ ჰილალი“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია, სადაც ბრაზილიურ „ფლუმინენსეს“ შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ ასპარეზობას მილანის „ინტერი“ გამოთიშა.
მატჩი ბრაზილიელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
„ალ-ჰილალისა“ და „ფლუმინესეს“ მატჩი 4 ივლისს ორლანდოში გაიმართება.