შსს-მ ნარკოტიკის რეალიზაციის ფაქტი აღკვეთა

01 ივლისი 2025, 10:20 207 ნახვა

მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომელსაც პარლამენტი ახალი ნარკოპოლიტიკის რეფორმის ფარგლებში განიხილავს. დღეს მოქმედი კანონით, მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

კანონპროექტით მკაცრდება პასუხისმგებლობა მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის და აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.

პროექტში აღნიშნულია, რომ პასუხისმგებლობა გათვალისწინებული იქნება იურიდიული პირისთვისაც და ეს უკანასკნელი დაჯარიმდება 1000 ლარიდან 10 000 ლარამდე ოდენობით, ასევე სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი