ერთიანი ეროვნული გამოცდები

04 ივლისი 2025, 11:18 169 ნახვა

ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართულ ენაში დღეს გრძელდება. 4 ივლისის პირველ სესიაზე მყოფი აბიტურიენტები უკვე ტოვებენ საგამოცდო ცენტრებს. დღეს რეგისტრირებული აბიტურიენტების 94%-ზე მეტი გამოცხადდა, დაფიქსირდა დაგვიანების 2 შემთხვევა.

მეორე სესიისთვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 39 ათასზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა, მათ შორის 4 400 აპლიკანტი ბათუმისა და ხულოს საგამოცდო ცენტრებში ჩააბარებს გამოცდებს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით წელს გამოცდებში 36 ბრალდებული მსჯავრდებული მონაწილეობს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი