უპატიებელი შეცდომაა - ხატია დეკანოიძე "ლელოს" გადაწყვეტილებაზე

05 ივლისი 2025, 13:53 151 ნახვა

„ლელოს“ შეცდომა ქვეყანას დაუჯდება მაღალი ფასი, – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

დეკანოიძის შეფასებით, ეს არის უპატიებელი შეცდომა.

„საერთაშორისო პარტნიორებთან გამოიწვევს გაუგებრობას; საქნციების პროცესი შეიძლება შეჩერდეს და კიდევ უფრო დიდი ძალისხმევა დაგვჭირდეს ივანიშვილის და მისი კარტელის წინააღმდეგ ფინანსურ სანქციებზე; სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ჩვენს საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ძალიან, ძალიან დიდი, უპატიებელი შეცდომაა“, – წერს დეკანოიძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში