ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

06 ივლისი 2025, 11:22 131 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, აჭარაში ჩატარებულ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1996 წელს დაბადებული მ.ა. გამოავლინეს და დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მ.ა. - ს პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხსასროლი იარაღები, 14 საბრძოლო ვაზნა და რამდენიმე მჭიდი. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში