„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები პარტიულ თანამდებობებს ტოვებენ

06 ივლისი 2025, 12:01 224 ნახვა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრები პარტიულ თანამდებობებს ტოვებენ. საბა ბუაძისა და დეა მეტრეველის შემდეგ პოლიტსაბჭო დატოვა ანა ნაცვლიშვილმაც. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი წერს, რომ არ იზიარებს ლელოს პოზიციას, რომელმაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა. პარტიის პოლიტსაბჭო და აღმასრულებელი მდივნის პოსტი დატოვა დეა მეტრეველმა, ხოლო მანამდე საბა ბუაძემ დატოვა პარტიის პოლიტსაბჭო და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიცია. განცხადებების გავრცელებას წინ უძღოდა “ლელოს” კოალიციის გადაწყვეტილება 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. რის გამოც, პარტიამ ბარიერგადალახული ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილის და სამოქალაქო სექტორის კრიტიკა დაიმსახურა. მათ გადაწყვეტილების გამო ღალატში ადანაშაულებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში