ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი დააკავეს

06 ივლისი 2025, 20:01 197 ნახვა

ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი დააკავეს. მას ცეცხლსასროლი იარაღის უკანანო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად.

რამიშვილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით არის დაკავებული. ამის შესახებ აჭარის ტელევიზიას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

სსკ-ის 236-ე მუხლი, კონკრეტულად, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში