შეხვედრა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

07 ივლისი 2025, 14:01 105 ნახვა

FARA-ს და “გრანტების შესახებ” საქართველოს კანონებსა  და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი შეხვდნენ.

უწყების ინფოემაციით, შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო.  შეხვედრის ფარგლებში, დიპლომატიურ კორპუსს ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლებმა გააცნეს აღნიშნულ კანონებთან დაკავშირებით ბიუროს საქმიანობა.

უწყების ინფორმაციით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ განემარტათ, რომ კანონები დემოკრატიულ პრინციპებს ეფუძნება და ხელს შეუწყობს გამჭვირვალე, ნდობაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას. ასევე ქართული მხარე  ღიაა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში