ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მასში მონაწილეობის საკითხი ისევ აზრთა სხვადასხვაობისა და დაპირისპირების თემაა ოპოზიციაში. პარტია „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ არჩევნებისთვის უკვე ემზადებიან. კრიტიკის ობიექტი ისევ ლელოა, სადაც ამბობენ, რომ არაერთი კომპრომისული ვარიანტი შესთავაზეს ოპოზიციას, თუმცა მათმა კოლეგებმა ბოიკოტის გზა აირჩიეს. ორი ბარიერგადალახული პარტია - „ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ კი პოზიციას არ ცვლის და ბრძოლას ქუჩაში და ბოიკოტის რეჟიმში აპირებს. ხელისუფლებაში ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენებს სპექტაკლს უწოდებენ, ვინაიდან მათი აზრით ოპონენტები მხოლოდ გარე აქტორების მითითებებს ასრულებენ.