იტალიელი ჩოგბურთელი იანიკ სინერი მამაკაცთა შორის 2025 წლის უიმბლდონის ტურნირის გამარჯვებულია. ფინალურ მატჩში სინერმა ესპანელი კარლოს ალკარასი ოთხ სეტში, 4:6, 6:4, 6:4, 6:4 დაამარცხა. მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა კარიერაში მეოთხე დიდი სლემის ტურნირი მოიგო.
ის აქამდე ორჯერ იყო ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონი, ხოლო ერთხელ ამერიკის ღია პირველობის ტიტული მოიპოვა. სინერი პირველი იტალიელია ისტორიაში, რომელიც მამაკაცთა შორის უიმბლდონის ჩემპიონი გახდა.