გიორგი მამარდაშვილის დებიუტი „ლივერპულში“

14 ივლისი 2025, 11:39 136 ნახვა

გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულში“ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. ქართველი მეკარის გუნდმა სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპზე პირველი ამხანაგური შეხვედრა სტუმრად „პრესტონის“ წინააღმდეგ გამართა და 3:1 გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრების მეკარე „ლივერპულის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, მოედანზე 45 წუთი გაატარა. ის ერთ ეპიზოდში კი საგოლე პასის შესრულებასთან იყო ახლოს, მან ფედერიკო კიეზა მეკარესთან პირისპირ დატოვა, მაგრამ იტალიელმა ფეხბურთელმა მომენტის გამოყენება ვერ შეძლო. მეორე ტაიმში არნე სლოტმა შემადგენლობა სრულად შეცვალა და მამარდაშვილი ფრედერიკ ვუდმანით ჩაანაცვლა. „ლივერპული“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს 26 ივლისს გამართავს. გუნდი „ენფილდ როუდზე“ „მილანს“ უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში