2026 წელს ბათუმში ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი ჩატარედება

14 ივლისი 2025, 11:40 101 ნახვა

2026 წელს ბათუმში ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. ამის შესახებ ძალოსნობის საერთაშორისო და ევროპის ფედერაციების პრეზიდენტებთან სპორტის მინისტრის შეხვედრის დროს ისაუბრეს.   საუბარი ასევე შეეხო საქართველოში ძალოსნობის განვითარების პერსპექტივებსა და სამომავლო ერთობლივ პროექტებს.
ძალოსნობის საერთაშორისო და ევროპული ფედერაციების პრეზიდენტები საქართველოში საერთაშორისო ტურნირის ფარგლებში იმყოფებიან. ისინი თბილისში კახი კახიაშვილის სახელობის ტურნირის გახსნას დაესწრნენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში