მსოფლიო თასზე მედლებისთვის ბრძოლას ორი ქართველი მოჭადრაკე აგრძელებს

15 ივლისი 2025, 11:42 102 ნახვა

ბათუმში მიმდინარე ქალთა მსოფლიო თასზე ჭადრაკში მესამე რაუნდის ტაი-ბრეიქები გაიმართა. მერვედფინალის დარჩენილი 6 ადგილისთვის 12 მოჭადრაკე იბრძოდა. მათ შორის ორი ქართველი - ნანა ძაგნიძე და მერი არაბიძე. სამწუხაროდ, მერი არაბიძე დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა, რაც შეეხება ნანა ძაგნიძეს, მან თავისი შეხვედრა მოიგო და მედლისთვის ბრძოლას მერვედფინალში გააგრძელებს. მედლისთვის იბრძოლებს ასევე ლელა ჯავახიშვილი, რომელმაც მერვედფინალში თამაშის უფლება ძაგნიძეზე ადრე მოიპოვა. დღეს მოჭადრაკეებს დასვენების დღე აქვთ. მსოფლიო თასის გათამაშება ქალ მოჭადრაკეთა შორის ხვალ, 16 ივლისს განახლდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი