ბათუმის დრამატულ თეატრში ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის თეატრის დასმა სპექტაკლი „ყვარყვარე თუთაბერი„ ორ მოქმედებად დადგა. მასზე რეჟისორი ვატო ჯუღელი მუშაობდა. სპექტაკლში მონაწილეობა მიიღეს ზესტაფონის კულტურისა და შემოქმედებით ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლის "ზესტაფონის" მოცეკვავეებმა.
მსახიობებმა სპექტაკლზე პოლიკარპე კაკაბაძის უკვდავი პიესის მიხედვით იმუშავეს, სადაც წამოჭრილი საკითხები ბევრ თანამედროვე პრობლემას ეხმიანება. ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის თეატრი 16 ივლისს ბათუმში ასევე სპექტაკლ „ჰამლეტს“ წარმოადგენს.