ბრიუსელში დაგეგმილი განხილვის შესახებ დადებითი მოლოდინები არ აქვთ მმართველ გუნდში. აცხადებენ, რომ დასავლეთის განწყობა არაობიექტურია. ოპოზიციაში სჯერათ, რომ დასავლეთის გადაწყვეტილება იქნება ქართველი ხალხის სასიკეთოდ. მათი თქმით, ქართული ოცნების პოლიტიკის გამო არ უნდა დაისაჯოს ქართველი ხალხი, არ უნდა გაუქმდეს უვიზო მიმოსვლა, თუმცა აცხადებენ, რომ ევროპაში ვიზიტის საშუალება არ უნდა მიეცეთ მოქმედი მთავრობის წევრებს და მათი პოლიტიკის მხარდამჭერებს.