უსკო-ს თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატურას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აღარ წარადგენს

17 ივლისი 2025, 13:29 233 ნახვა

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატურას, უმაღლეს საბჭოს ასარჩევად მთავრობის თავმჯდომარის ნაცვლად ახლა უკვე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე წარუდგენს. შესარჩევ კონკურსსაც რეგიონის პირველი კანონმდებელი გამოაცხადებს. 

შესაბამისი ცვლილება "აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევის შესახებ" კანონში დეპუტატებმა დღეს, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, გამარტივებული წესით, ერთი მოსმენით შეიტანეს. დღესვე რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა მხარი დაუჭირეს  კიდევ ერთ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც უსკო-ს წევრი ვერ გახდება პირი, რომელიც წარსულში უმაღლეს საარჩევნო კომისიაში რომელიმე პარტიას წარმოადგენდა. 

საკანონმდებლო ცვლილებების პარალელურად შეიცვალა აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტიც. დეპუტატების თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილებით მათ "აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევის შესახებ" კანონი პარლამენტის შესაბამის კანონთან თანხვედრაში მოიყვანეს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი