დაკავება პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისა და ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტებზე 

17 ივლისი 2025, 14:01 154 ნახვა

საპატრულო პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისა და ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტებზე 3 პირი დააკავა.

სამართალდამცველებმა პატრულირებისას შენიშნეს, რომ ერთერთი პირი ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს, რის საფუძველზეც შესაბამის სამართლებრივ ზომებს მიმართეს ჩხრეკისას მისმა თანმხლებმა პირმა  პატრულ-ინსპექტორებს წინააღმდეგობა გაუწია.

სამართალდამცველებმა იარაღი, ვაზნებითა და მჭიდით ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი