სროლა ბათუმში - არის მსხვერპლი

18 ივლისი 2025, 15:05 4411 ნახვა

ბათუმში, ბულვარის მიმდებარედ სროლა იყო.  შემთხვევა ერთ-ერთ რესტორანში მოხდა.

თვითლმიხლველების ინფორმაციით, რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.  რესტორნის მინები ჩამსხვრეულია, სავარაუდოდ არის მსხვერპლი.

ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადა. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აჭარის მაუწყებელს განუცხადეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შევიდა შეტყობინება, ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე, მდებარე ერთ-ერთ ობიექტში განხორციელებული სროლის თაობაზე.

შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები. დადგინდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე.

განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. სამართალდამცველების მიერ ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი