ესტონეთმა საქართველოს კიდევ 19 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სასანქციო სიაში მოხვდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი, გენერალური პროკურორი, პარლამენტის წევრები, პროკურორები, მოსამართლეები და პოლიციის ყოფილი უფროსი.
„ეს პირები პირდაპირ თუ ირიბად არიან პასუხისმგებელნი მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დევნაზე. საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოყენებული ძალადობა, პოლიტიზებული სასამართლო პროცესები, დემონსტრანტებისა და ოპოზიციური პოლიტიკოსების მიმართ არაპროპორციული სასჯელები ეწინააღმდეგება დემოკრატიის ძირითად ღირებულებებს და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ პირობებს. ესტონეთი გააგრძელებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას ქართველი ხალხის უფლებებისა და ღირსების დაცვით“, – ნათქვამია ესტონეთის სგაარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებაში.