შანტაჟის ამორალური ფორმა, რომელსაც აღარც მალავენ - მამუკა მდინარაძე ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე

19 ივლისი 2025, 10:19 153 ნახვა

თუ არ დაგვემორჩილებით, მშვიდობაზე, ოჯახურ ღირებულებებზე უარს არ იტყვით და ჩვენს აგენტურას მხარს არ დაუჭერთ, ვიზალიბერალიზაციას გაგიუქმებთო. შანტაჟის უკიდურესად ამორალური ფორმაა, რომელსაც აღარც კი მალავენ, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ევროკავშირის ელჩის განცხადებას სოციალურ ქსელში.

როგორც მდინარაძე წერს, საქართველო და ქართველი ხალხი არასდროს, არაფრის ფასად დათმობს თავისუფლებას.

„თუ არ დაგვემორჩილებით, მშვიდობაზე, ოჯახურ ღირებულებებზე, ეროვნულ პოლიტიკაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე და მსგავს საკითხებზე უარს არ იტყვით და ჩვენს აგენტურას მხარს არ დაუჭერთ, ვიზალიბერალიზაციას გაგიუქმებთო – შანტაჟის უკიდურესად ამორალური ფორმა, რომელსაც აღარც კი მალავენ!..

 

შანტაჟის ობიექტი – ქართველი ხალხი!!! აქამდე მხოლოდ პოლიტიკოსებს გვემუქრებოდნენ და გვასანქცირებდნენ…

 

შანტაჟის ავტორი: არც მეტი, არც ნაკლები – ევროკავშირის ელჩი, რომელმაც რამდენიმე საათის წინ გააკეთა განცხადება, თუ ვიზის გარეშე აღარ შეგიშვებთ ევროპაში, ამაზე პასუხისმგებლობა თქვენს ხელისუფლებას ეკისრებაო! ჩვენ თუ დაჩაგვრა მოგინდომეთ და უსამართლოდ მოგექეცით, თქვენი ბრალი იქნებაო – ოცდამეერთე საუკუნის პირველი მეოთხედის „დემოკრატიული მიგნებების კულმინაცია“.

 

თუმცა საქართველო და ქართველი ხალხი არასდროს, არაფრის ფასად დათმობს თავისუფლებას – ეს არის ჩვენი სამშობლოს სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრიობის მთავარი საიდუმლო, რომლის გააზრება ძალიან უჭირთ!..“ – წერს მამუკა მდინარაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში