ქართველი ოლიმპიელების გაცილება

19 ივლისი 2025, 10:09 148 ნახვა

20 ივლისიდან  ზაფხულის მე-18 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება. ფესტივალს ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქი სკოპიე უმასპინძლებს. ფესტივალზე წარმოდგენილ სპორტის 15 სახეობაში იასპარეზებს 49 ქვეყნის 3 000-ზე მეტი სპორტსმენი.

საქართველოდან სპორტის ცხრა სახეობაში - ძიუდო, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი, მძლეოსნობა, ცურვა, ტყვიის სროლა, ველოსპორტი, ტაეკვონდო, სპორტული ტანვარჯიში - იასპარეზებს 36 სპორტსმენი. 

სპორტსმენთა ფიცის დადებისა და გაცილების ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები, წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში