ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მიმართავენ და აცნობენ 8 პოლიტიკური პარტიის გადაწყვეტილებას, 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის ბოიკოტთან დაკავშირებით.
მიმდინარე საპროტესტო აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია.
ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და მოქალაქეები, თავდაპირველად, თსუ-თან შეიკრიბნენ.
საკანონმდებლო ორგანოს წინ გაჟღრდა საქართველოს და უკრაინის ჰიმნები.