რევაზ სოხაძე ხადას ხეობის სოფლებში ხეობის კულტურული მემკვიდრების შენაჩუნების და სოფლების განვითარების შესაძლებლობებს გაეცნო

20 ივლისი 2025, 16:34 128 ნახვა

ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ხადას ხეობის სოფლებში ხეობის კულტურული მემკვიდრების შენაჩუნების და სოფლების განვითარების შესაძლებლობებს, დარგის სპეციალისტებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის მიერ, შემუშავებულია ხადას ხეობის განვითარების გეგმა. მომზადებული გეგმები და კვლევები უკვე თვალისწინებს ხეობაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიული დასახლებების შენარჩუნებისა და სამომავლო განვითარებისთვის შესაძლებლობებს.

ამჟამად გრძელდება მუშაობა ხადას ხეობის განვითარების საინვესტივიო გეგმაზე, რომელიც განსაზღვრავს ხეობის სოფლების აღდგენის, ტურისტული ბილიკებისა და სხვა საბაზისო თუ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროებებსა და შესაძლებლობებს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქვს აქტიური კონსულტაციები დარგის სპეციალისტებთან, რათა სწორი მეთოდოლოგიითა და მიდგომით დაიგეგმოს დასახლებებისა თუ ცალკეული შენობების კონსერცავია-რესტავრაცია და მათი სწორი აღდვენის შესაძლებლობები.

ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი