აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი

22 ივლისი 2025, 14:50 92 ნახვა

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმეზე  გრძელდება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა

სასამართლო უსმენს ორ გამომძიებელს და დაზარალებული წარმომადგენელს.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ტერიშვილი, რომელიც გასულ სხდომაზე გააძევა, პროცესზე დასწრებას კვლავ შეძლებს.

აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მანამდე კი  ანდრო ჭიჭინაძემ მზადყოფნა გამოთქვა, რომ ტერიშვილს  ჩაენაცვლებოდა და განაცხადა რომ გასულ პროცესზე მოსამართლისგან შენიშვნა თავადაც მიიღო, შესაბამისად, ისიც უნდა გაეძევებინა. 

ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.  არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი