საპატრულო პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავა

23 ივლისი 2025, 10:31 118 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ნ.მ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა თბილისში, ნივთმტკიცებად ამოიღეს ნ.მ.-ს მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“.

პოლიციამ ნ.მ. ბრალდებულის სახით დააკავა.

ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე კვარტა მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში