საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ თურქეთის ეროვნული პოლიციის უფროსთან შეხვედრა გამართა

23 ივლისი 2025, 10:37 148 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მარიამ ტაბატაძე თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

შსს-ს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ ორმხრივი შეხვედრა გამართა თურქეთის ეროვნული პოლიციის უფროსთან, მაჰმუთ დემირთაშთან. მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული პარტნიორობის მნიშვნელობასა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს.

მარიამ ტაბატაძემ მადლობა გადაუხადა თურქეთის ეროვნული პოლიციის უფროსს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და არსებული პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მზაობა გამოთქვა.

სტამბოლში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე საერთაშორისო თავდაცვის მრეწველობის გამოფენა „IDEF 2025“-ს დაესწრო, ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო აღჭურვილობები დაათვალიერა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში უახლესი ტექნოლოგიური მიღწევებისა და პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში