სულხან თამაზაშვილმა „ქართული ოცნების“ ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ დათა კობალაძე წარადგინა

23 ივლისი 2025, 14:32 470 ნახვა

სულხან თამაზაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ დათა კობალაძე წარადგინა.

დათა კობალაძეს განათლება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქვს მიღებული. ის აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში. ასევე, გააჩნია ახალგაზრდულ ცენტრებში მუშაობის გამოცდილება.

"დარწმუნებული ვარ, დათა კობალაძე ღირსეულად გააგრძელებს დაწყებულ საქმეს და ორგანიზაციის განვითარებას ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

ახალგაზრდების და ახალგაზრდული პოლიტიკის გაძლიერება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მხარდაჭერა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში", - აღნიშნა სულხან თამაზაშვილმა. 

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში