საკონსტიტუციო სარჩელი

24 ივლისი 2025, 14:08 152 ნახვა

საკონსტიუციო სასამართლოში გასაჩივრებულია  სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ის ნორმა, რომელიც  კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების წესს განსაზღვრავს. საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის არსებითად განხილვა დღეს დაიწყო.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, არსებული რეგულაციით, თუ კონკრეტულ საქმეზე დადგინდება მხარეთა და მათ წარმომადგენელთა ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება, პირს არ გააჩნია შესაძლებლობა, 5 წლის ვადის გასვლის შემდგომ, მიმართოს სასამართლოს, მოითხოვოს გადაწყვეტილების გადასინჯვა და საქმის წარმოების განახლება.

სარჩელის ავტორები მიუთითებენ, რომ არსებული ნორმა  სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას ეწინააღმდეგება. საქმეს არსებითად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში